27 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
დარწმუნებული ვარ მივიღებთ ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას - ჯანდაცვის ახალი მინისტრი გამოწვევებზე საუბრობს 

ნამდვილად ვღელავ, მადლობა მინდა გადავუხადო, პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის - განაცხადა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძე დღეს დავით სერგეენკოს შემცვლელად პრემიერმა წარადგინა. მისივე გადაწყვეტილებით, სერგეენკო პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.

ეკატერინე ტიკარაძემ იმ რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მისმა წინამორბედმა გაატარა და აღნიშნა, რომ ის ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპს განახორციელებს. ტიკარაძის განცხადებით, მისი მიზანი იქნება რომ რეგიონში ყველაზე წარმატებული და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. პრიორიტეტად რჩება ისეთი საკითხები ,როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის ხარისხი, ფარმაცევტული ბაზის იმგვარად მოწესრიგება,რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები.

ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კვლავ  რჩება დიდი გამოწვევად.

დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ ყველაფერს და  პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას,“-განაცხადა ტიკარაძემ. 

დღის ამბები