26 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს - გურამ ფალავანდიშვილი

პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე სახალხო ლეგიონის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი იმყოფება. ის სამმართველოს შენობასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა და შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, გურამ ფალავანდიშვილი იმედოვნებს, რომ პოლიციას მასთან ბევრი კითხვა არ ექნება, რადგან მისი მტკიცებით, ის სამართლიანობისთვის იბრძვის.

გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სწორედ ისინი უწყობენ ხელს გარყვნილების პროპაგანდას.

„იმედია მე არ შევდივარ მტრებში, შევდივარ ჩემს პოლიციაში, რომელიც ქართული ტრადიციის დამცველ ხალხს, სიკეთის და წესრიგის დამცველ ხალხს არ შეაწუხებს და ზედმეტი შეკითხვებით არ დაღლის. ჩვენ ველით რომ, როდესაც სოდომიას იცავს სახელმწიფო, იმ სახელმწიფომ შეიძლება კანონი გადაამეტოს და მან შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს და ხალხი ფიზიკურად დახოცოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომელიც სწორედ ამას ფიზიკური ძალით, თავისი დაცვით დაიცავენ. პოლიციის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალონ პროპაგანდას გარყვნილების. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. ამიტომ, პოლიცია გამოდის ჩარჩოებიდან კონსტიტუციის,“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

დღის ამბები