27 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
ლოს ანჯელესში მერლინ მონროს ცნობილი ქანდაკება მოიპარეს

ლოს ანჯელესში მერლინ მონროს ცნობილი ქანდაკება მოიპარეს. ლეგენდარული მსახიობის ქანდაკება დიდების ხეივანზე ჰოლივუდის ქალებისთვის მიძღვნილი ინსტალაციის ნაწილი იყო.

ხელოვნების ნიმუში 1994 წელს აიგო და ჰოლივუდში მრავალფეროვნების სიმბოლოდ იქცა. ინსტალაცია კინოსამყაროს ლეგენდად აღიარებული ქალი მსახიობების ქანდაკებებს მოიცავს, მათ შორის იყო მერლინ მონროც.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაუდგენელი პირი კონსტრუქციაზე ავიდა, ქანდაკება მოტეხა და ადგილიდან მიიმალა. ქურდს უნიფორმა ეცვა, გამვლელებს ის ხელოსანი ეგონათ და ყურადღება არ მიუქცევიათ.

მომხდარს ლოს ანჯელესის პოლიცია იძიებს.

დღის ამბები