27 აპრილი 2024,   01:53
ვრცლად
განათლებისთვის 90 მილიონი ევრო, ენერგეტიკის განვითარებისთვის კი 62 მილიონი გამოიყო

90 მილიონი ევრო განათლებისთვის და 62 მილიონი ენერგეტიკის განვითარებისთვის - მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

განათლების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის 70% დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება. გეგმაშია ახალი სასწავლო დაწესებულებების მშენებლობაც. თანხის დარჩენილი ნაწილი სკოლამდელი და უმაღლესი განათლების რეფორმაზე დაიხარჯება.

"მსოფლიო ბანკი იყო განათლების რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. პირველი დღიდან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, მისიებთან. ძირითადი რესურსი დაიხარჯება სკოლების რეაბილიტაციისთვის იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი სკოლა საჭიროებს მნიშვნელოვან განახლებას ინფრასტრუქტურის როგორც შიდა ნაწილის, ასევე გარე პერიმეტრის,“- განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.  

რაც შეეხება ენერგეტიკისთვის გამოყოფილ 62 მილიონს, ის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ენერგოკავშირის გაუმჯობესებას მოხმარდება. აშენდება 500 კილოვატიანი ხაზი და ახალი ქვესადგური.

 

დღის ამბები