27 აპრილი 2024,   02:42
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა სტამბოლში - საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს კონსული თურქ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობს. პარალელურად, დაწყებულია მუშაობა მოკლულის გადმოსვენების პროცედურაზე.

„გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, მოხდა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია ორი ადამიანი, ანუ თავდასხმის ობიექტები. დანარჩენი ორი პირი, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ, მიიმალა. არის ვერსია, რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, დასტურდება პირველ ეტაპზე, რომ ისინი ეთნიკურად იყვნენ ქართველები. დიდი ალბათობით, ეს უკავშირდებოდა, შეიძლება კრიმინალური გარჩევა იყო და არ არის გამორიცხული, რომ იყო ძარცვის მიზნით. გადმოსვენების მიმართულებითაც მუშაობს საკონსულო,“- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

სტამბოლში სისხლიან გარჩევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება რუს და საქართველოს მოქალაქეებს შორის მოხდა. თურქი სამართალდამცავები საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ. დანაშაულში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ უკვე დააკავა.

დღის ამბები