19 ოქტომბერი 2019,   22:29
ვრცლად
"ეს არის რუსეთის სპეცრაზმი საქართველოში" - დავით ბერძენიშვილი ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების შესახებ საუბრობს 

„ხელისუფლება თუ ისე მოიქცევა, როგორც 2013 წლის 17 მაისს, მაშინ ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის“ - საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი აცხადებს, რომ ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები ხელისუფლების მიერ „გამოძახებული“ ადამიანები არიან.

"არავინ არ არიან, მათ შორის არც ელექტორალური, ანუ საარჩევნო თვალსაზრისით, ანუ რაოდენობრივი თვალსაზრისითაც. ახლა გამოიძახებს ხოლმე ხელისუფლება, პირველი შემთხვევა კი არ არის და მარტო ეს ხელისუფლება კი არ შვება ამას. მაგრამ როგორც წესი, ხანდახან ასეთი ჯგუფები ბოლომდე კონტროლირებადი არ არიან,“ - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი ამბობს, რომ ვასაძე და მის თანამოაზრეებს საპატრიარქოში მოკავშირეები ჰყავთ და დამოუკიდებლად არ მოქმედებენ.

„ჩვენ საქმე გვაქვს შეკვეთასთან. ამ შეკვეთის ერთ-ერთი მხარე არის სწორედ, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოში საკმაოდ გავლენიანი ჯგუფები. მეორე მხარე არის რუსეთი და ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ლევან ვასაძე და არც მისი პარტნიორები არ არიან ქართული სახელმწიფოსთვის დიდი მოღვაწეები... ეს არის რუსეთის სპეცრაზმი საქართველოში, ეს არის მეხუთე თუ მეშვიდე კოლონა, რომელსაც ჰყავს თავისი პარტნიორები საპატრიარქოშიც. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საპატრიარქოში ყველა ასეთია,“ - ამბობს დავით ბერძენიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მუქარის გზავნილების ავტორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. 

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეკლესიას ხელისუფლებისგან და პოლიტიკისგან დამოუკიდებლობა სჭირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები