03 მაისი 2024,   06:31
ვრცლად
დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირის პოსტის დაკავებას მეორე ვადით შეეცდება. 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების დაწყების შესახებ განცხადება მან ფლორიდაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა.

დონალდ ტრამპმა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი გაიმეორა და განაცხადა, რომ პოლიტიკას არ ცვლის. მისი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი ისევ საკუთარი მოქალაქეები და მათი ინტერესები იქნება.

ამომრჩევლებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპს მაიკ პენსი ახლდა. ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ამერიკას დონალდ ტრამპი სჭირდება.

დღის ამბები