27 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
საქართველოს ოკუპაციის მონაწილე რუს დეპუტატებს განსაკუთრებული პატივით ხვდებიან -  "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მათ სახელმწიფო დაცვა გამოუყო

პუტინის თანამოაზრე და ოკუპაციის თანამონაწილე რუს დეპუტატებს, საქართველოში განსაკუთრებული პატივით ხვდებიან. სერგეი გავრილოვს, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სახელმწიფო დაცვა გამოუყო და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამოყენებით, აეროპორტიდან სასტუმროში მიაცილა.

სასტუმროშიც რუსი დეპუტატის მშვიდ გადაადგილებას, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რამდენიმე წევრი უზრუნველყოფდა. ოდნავ მოგვიანებით, კრემლის ერთმორწმუნე ემისრებს მიღებაზე, რომელიც მართლმადიდებლობის სახელით იმართება, ავლაბრის ცერემონიების სასახლეში ელოდებიან.

"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა სერგეი გავრილოვთან ინტერვიუ ჩაწერა. გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობას უარყოფს და ამბობს, რომ დროა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები