27 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები მათ მობილურ ტელეფონებზე მიიღეს. SMS-ების ფოტო პრაიდის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გასაჯაროვდა, პრაიდის წარმომადგენლები თბილისის მთავარ სამმართველოში, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ შენობა ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ.

სავარაუდოდ, პრაიდი დღეს გაავრცელებს განცხადებას როგორც მუქარის, ისე გეგმების შესახებ.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გუშინ არასაჯაროდ, გასაიდუმლოებულ ადგილზე გაიმართა პრაიდის პირველი სოციალური სპექტაკლი სახელწოდებით "კავკასიური მეტამორფოზა".

დღის ამბები