17 სექტემბერი 2019,   03:09
ვრცლად
"არაფრისმომტანი მცდელობა იყო, ჩაეშალათ ფორუმი" - გავრილოვი კოლეგებთან ერთად "რედისონის" ტერასაზე იმყოფება

სერგეი გავრილოვმა საქართველო პარლამენტის შენობა დატოვა და ახლა „რედისონის“ ტერასაზე სხვა რუს პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფება.

სასტუმროში დაცვა გაძლიერებულია. გავრილოვი ამბობს, რომ გუშინდელი თბილი მიღების შემდეგ ასეთ დემარშს არ ელოდა.

გავრილოვი აცხადებს, რომ ის საქართველოში მართმადიდებლობასა და ქრისტიანულ სიყვარულზე სასაუბროდ ჩამოვიდა.

„ვთვლი, რომ ეს იყო არაფრისმომტანი მცდელობა, ჩაეშალათ საერთაშორისო ფორუმი. ჩვენ ჩამოვედით იმ მიზნით, რომ გავამყაროთ ურთიერთობები კულტურისა და განვითარების სფეროში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მართლმადიდებლური კულტურა საკმარისი საფუძველია საპარლამენტთაშორისო კავშირების გასამყარებლად. ჩვენი ღონისძიება ტარდება მწვავე საკითხების განხილვის გარეშე. ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს. სამწუხაროდ, ჩემს შესახებ ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში არც აფხაზეთსა და არც სხვაგან. ცხელ წერტილებში ჩემი ვიზიტი მხოლოდ მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქრისტიანების დახმარებას სირიასა და კოსოვოშიც.

რუსი დეპუტატები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ გადაწყვეტილი, გაგრძელდება თუ არა ან სად გაგრძელდება ასამბლეა. რუსი დეპუტატები კი ქართველ კანონმდებლებს, რომლებმაც მათ შეხვედრა ჩაუშალეს, „ხულიგნების დაჯგუფებას“ უწოდებს.

"რედისონში" ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა მივიდა. 

 

დღის ამბები