06 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
სასტუმრო „რედისონთან“ სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან

სასტუმრო „რედისონთან“ სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. მათი მოთხოვნაა, რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორია დატოვონ.

„წითელი ხაზები უკვე ყველა გადაკვეთილია, 100%-ანი ოკუპაცია არის უკვე და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოვიდეს და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს უკვე გაჩუმება შეუძლებელია“, - აცხადებს სხვა შუადღის წამყვანი, ლევან ბუთხუზი.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვენ.

„პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგეს, მის სავარძელში ვიხილეთ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელიც არამარტო საქართველოს ოკუპაციას უწყობს ხელს, არამედ დეკლარირებულად ჩამოდის და ამას გვეუბნება. 21-ე საუკუნეა და დაგმოს მომხდარი კობახიძემ, საიდანაც არის“, - აცხადებს ლევან ბუთხუზი.

დღის ამბები