06 მაისი 2024,   10:00
ვრცლად
"ეს არის უპატიებელი შეცდომა" - სტუდენტები ღირსების აქციას უერთდებიან

სტუდენტები, ილია უნივერსიტეტთან იკრიბებიან და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ, სადაც 7 საათზე ღირსების აქციაა დაანონსებული.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსი დეპუტატი საქართველოში ჩამოვიდა და მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა, აქციაზე მისვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ახალგაზრდების თქმით, მსვლელობის პროცესში, მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. სტუდენტები მსვლელობას 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსიდან დაიწყებენ და მოუწოდებენ ახალგაზრდებს, შეუერთდნენ.

„ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვა ჩვენში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სტუდენტებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ერთად გავაპროტესტოთ ქმედება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს არის უპატიებელი შეცდომა, რაც არ უნდა აირიდონ ეს საქციელი თავიანი პასუხისმგებლობიდან, ფაქტია, რომ მათ შემოუშვეს სახელმწიფოში, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა ეს ადამიანი, დღეს პარლამენტში მივიდა თითქოს არაფერი... ეს არის უპატიებელი შეცდომა და ამაზე რა თქმა უნდა, სტუდენტებს გვექნება ადეკვატური რეაგირება“ - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 

 

 

 

დღის ამბები