26 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
"არ შევეგუებით მთავრობას, რომელიც არაფერს ეუბნება რუსეთს ქართველი გმირების სიკვდილის გამო" - სტუდენტები პარლამენტისკენ მიემართებიან

„რუსეთი ოკუპანტია“ - ამ შეძახილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან მიემართებიან. ისინი აპირებენ, შეუერთდნენ აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

ისინი სხვა ახალგაზრდებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს, რომელიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას უკავშირდება.

„ჩვენ გაგვაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს პარლამენტში დაიკავა ის ადგილი, სადაც წლების წინ, გამოაცხადა ქართულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა, ეს იყო ცინიზმი პიკი, როცა ოკუპანტმა დაიკავა ჩვენთვის ისტორიული ადგილი. ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების შელახვა და ამას, რა თქმა უნდა, არ შევეგუებით სტუდენტები. აუცილებლად, რუსეთთან გარიგებულ ხელისუფლებას გავისტუმრებთ იქ, სადაც მათი ადგილია. მიბრძანდნენ რუსეთში. არ შევეგუებით იმ მთავრობას, რომელიც არაფერს ეუბნება რუსეთს ქართველი გმირების სიკვდილის გამო და პირიქით, რუსეთის დუმის დეპუტატს იწვევენ და უგებენ ხალიჩებს პარლამენტში“ - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები