05 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
რუსი დეპუტატების ვიზიტი და მწვავე პროტესტი - პარლამენტი დღეს შიგნიდან ოპოზიციას, შენობის გარეთ კი ძალოვანებს ქონდათ ბლოკირებული

პარლამენტი დღეს შიგნიდან ოპოზიციას, შენობის გარეთ კი ძალოვანებს ქონდათ ბლოკირებული. სამართალდამცველებმა ჩაკეტეს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი და შენობასთან შეკრებილების წინ ცოცხალი კედელი აღმართეს.

პოლიციას მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებისთვის და ოპოზიციის ლიდერებისთვის არ განუმარტავს, რა მიზეზით ეუბნებოდა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს და რატომ გააუქმა დეპუტატების დაშვებული საშვები.

საქართველოს პარლამენტი პოლიციამ ალყაში მოაქცია, ჩაკეტეს ყველა შესასვლელი კარი და სამუშაო ადგილებს ხალხის არჩეულ დეპუტატებსაც აღარ უშვებდნენ. ბლოკადას ახალი დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტი წევრები ამბობდნენ, რომ ხელისუფლება უკანონო ბრძანება გასცა და არავის ჰქონდა უფლება, დეპუტატების დაშვებული საშვები გაეუქმებინა.

პოლიციის დარწმუნებას, რომ ისინი კანონს არღვევდნენ პარლამენტის წევრები ცდილობდნენ, მათ შორის იყო სალომე სამადაშვილი. საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირების დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ცუდად გახდა.

დღის მეორე ნახევარში კი პარლამენტის შენობასთან შეკრება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიწყეს. მათი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა იყო, რომ გადადგეს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტთან დღეს ასობით ადამიანის შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პროტესტის ნიშნად მათ, ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის სურათები დაწვეს.

პარლამენტის ყველა შესასვლელი ამ დრომდე ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიერ არის ბლოკირებული. საკანონმდებლო ორგანოს შიდა და გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები აკონტროლებენ.

დღის ამბები