18 სექტემბერი 2019,   16:13
ვრცლად
პარლამენტთან ვითარება უმართავია - აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის ხელჩართული ჩხუბია 

მორიგი შეტევა პარლამენტის შენობასთან - ვითარება ადგილზე უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შესვლას ცდილობენ.

ფიზიკური დაპირისპირება ხდება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.

აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შიდა ეზოში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებით სხვადასხვა სახის ნივთებს ისვრიან. დაპირისპირების დროს, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წევრებს ფარები წაართვეს.  

მათ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგნლები ტერიტორიიდან სპეციალური კორდონით გამოჰყავთ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები