27 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
პარიზში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 30-მდე ადამიანი

პარიზში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალური უბნის ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ძლიერი ცეცხლის შედეგად დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 30-მდე ადამიანი. მათი ნაწილი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთი ქალი ხანძრის დროს შენობის ფანჯრიდან გადმოხტომის შემდეგ გარდაიცვალა.

ხანძრის ჩაქრობას 200 მეხანძრე ცდილობდა.

 

ფოტო: www.mirror.co.uk

დღის ამბები