27 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
სამადაშვილი - "კახი, არმანის კოსტიუმში რომ გამოეწყობი და „გაზპრომთან“ წახვალ მოლაპარაკებებზე, გახსოვდეს, რომ რუსულ ოკუპაციას აღვუდექით"

„ეს რა უბედურება დაგვემართა, რომ საკუთარი ხელისუფლება ისე გვარბევს, ისე გვწამლავს, ისე გვთხრის თვალებს, რომ გაფრთხილებასაც არ გვაძლევს, რომ წადით, ჯარი დაგერევათ და სპეცრაზმიო,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

სალომე სამადაშვილმა თბილისის მერი კახი კალაძე მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევის შესახებ არ გააფრთხილა.

„მინდა მივმართო კახი კალაძეს, კახი, არმანის კოსტიუმში რომ გამოეწყობი და „გაზპრომთან“ წახვალ მოლაპარაკებებზე ჩუმად ბრიუსელში, გახსოვდეს, რომ საქართველოში ჩვენ არაერთხელ დავდექით ერთად, როგორც კედელი აღვუდექით რუსულ ოკუპაციას, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის დამონებას და არ გაპატიებთ არც გაზპრომთან მოლაპარაკებებს და არც იმას, რომ დაგვცინი, როდესაც გვეუბნები, რომ აქ თურმე ხალხის გაფრთხილება შენს მოვალეობაში არ შედიოდა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

აქცია რუსთაველის გამზირზე სამ საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

დღის ამბები