06 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
როგორ მიაქვთ რუსთაველის გამზირიდან სცენა - "კურიერმა" კადრები მოიპოვა 

რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა და ტექნიკა - "კურიერმა კადრების მოპოვება შეძლო, სადაც ჩანს თუ როგორ მიაქვთ თბილისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს სცენა. დასუფთავების სამუშაოები პარლამენტის წინ გამთენიისას მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორია ჟურნალისტებმა და აქციის მონაწილეებმა დატოვეს.

სცენასთან ერთად წაიღეს „რუსთავი 2-ის“ სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმი და ჯებირები.

მოგვიანებით, რაც სცენისა და აქციის ჩატარებისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკის წაღებას პოლიტიკოსებისა და აქციის ორგანიზატორების პროტესტი მოჰყვა, ინვენტარის ნაწილი მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების წარმომადგენლებმა უკან დააბრუნეს

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები