26 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC ბანკის ჯგუფში კიდევ ერთხელ აირჩიეს

ხაზარძე და ჯაფარიძე თიბისი ბანკის ჯგუფში კიდევ ერთხელ აირჩიეს - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ლონდონში აქციონერთა კრება დასრულდა და აქციონერთა 97%-მა მხარი დაუჭირა მის დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარედ არჩევას, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას.

"ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBC BANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან. ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში,"-წერს მამუკა ხაზარაძე. 

დღის ამბები