08 მაისი 2024,   07:27
ვრცლად
რუსული ტურისტული ემბარგო და მისი შედეგები - სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ეკონომიკურ დარტყმაზე საუბრობს

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი რუსეთის პრეზიდენტის ტურისტულ ემბარგოსა და ეკონომიკურ დარტყმაზე საუბრობს. შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, 2019 წელს რუსული ტურისტული ბაზრის დახურვით ქვეყნისთვის მიღებული ზიანი 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება.

ალავერდაშვილის  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსასვლელად ალტერნატიული გზები შევთავაზოთ.

„დღეს რომ მთლიანად რუსული ბაზარი ჩაიკეტოს ტურიზმის მონაცემებით 2. 1 მილიარდი ლარის ზარალს მიიღებს მთლიანად ქვეყანა, ამ მონაცემებიდან გამომდინარე. ანუ თემა არის, რომ ეს სავარაუდო დანაკარგი იქნება დოლარებში 750 000 დოლარი. მხარჯველობით  უნარიაონიბიდან გამომდინარე რუსები, რუსი ტურისტები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ ტოპ ათეულშიც კი, თუმცა რაოდენობრივად ბევრი ტურისტი შემოდიოდა. პირადად ჩემი, ერთი ადამიანის აზრია, რომ რამენაირად შევეცადოთ რუს ტურისტებს მივცეთ სხვა ალტერნატიული გზები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.

დღის ამბები