27 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
დაპირისპირება პარლამენტთან - დეპუტატებს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლაზე პოლიცია პრობლემებს უქმნის

ფორმიანი ადამიანები გახარიამ კანონისა და კონსტიტუციის დამრღვევებად აქციეს, იმიტომ ემალებიან კამერებს - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავების გაძლიერებული შემადგენლობა გამოჩნდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიცია შენობაში არავის არ უშვებდა, მიზიეზი კი არ დაუსახელებია.

პარლამენტში არ უშვებდნენ არც „კურიერის“ ჟურნალისტს, ნათია გოგსაძეს და მის ოპერატორს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ პოლიცია შს მინისტრმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო.

„პოლიცია ხელს უშლის ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, როდესაც დავუშვით საშვი, თამარ კაკაბაძეზე, მას არ მისცეს საშვი, გამოვედი, პარლამენტში არის პრაქტიკა, რომ დეპუტატს შეუძლია შეიყვანოს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ არ უშვებენ,“-ამბობს ჭიაბერაშვილი.

მცირე დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის შენობაში "რუსთავი2"-ის გადამღები ჯგუფი შეუშვეს.

დღეს დილით პარლამენტში მისულ დეპუტატებსა და მედიის წარმომადგენლებს რკინის ჯებირი დახვდათ. ამ დროისთვის კი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში სამართალდამცველთა შემადგენლობა იზრდება. 

დღის ამბები