18 აგვისტო 2019,   05:49
ვრცლად
„მიდის ძალიან არაჯანსაღი პროცესი, რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვის“- კობა ნარჩემაშვილი

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, კობა ნარჩემაშვილი, 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე საუბრობს და "ქართული ოცნების" წევრებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრია და მან მას შემდეგ, რაც აქციის დარბევისას ათობით ადამიანი დაშავდა, თანამდებობა უნდა დატოვოს. 

ნარჩემაშვილის შეფასებით, მთავრობა ჯოხის გადატეხვას რიგით პოლიციელებზე ცდილობს, რაც პირველ რიგში, სისტემის ჩამოშლასთან არის კავშირში.

„დღეს მიდის ძალიან არაჯანსაღი პროცესი, ასე ვთქვათ, რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვის, რომელიც ჩემი აზრით, პირდაპირ კავშირშია სისტემის დემორალიზაციასთან და სისტემის ჩამოშლასთან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს იმიტომ, კი არა , რომ ხელისუფლებები იქნას შენარჩუნებული, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს იმიტომ, რომ ინსტიტუციები იქნას გადარჩენილი...

„მე არავის არ მინდა გზავნილები გავუგზავნო, მარგამ ერთი რაღაცა მე ვიცი, რომ 89 წლის ნოემბრიდან, ასე ვთქვათ, თვალს ვადევნებ სხვა და სხვა სტატუსით ამ აქციებს. ხან პარლამენტში შიგნით ვარ, ხან გარეთ ვარ, ხან მანიფესტანტი ვარ, ასე ვთქვათ, ხან პარლამენტის წევრი ვარ, ხან მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი, რომელსაც გავლილი აქვს ეს გზა, ძალიან კარგად გრძნობს და ხედავს, რა ნიშნავს ნებისმიერი ფორმის ძალადობის გამოვლინება, მით უმეტეს ისეთ მტკივნეულ საკითხთან და მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით როგორიც არის ოკუპაცია,“- განაცხადა დეპუტატმა.

დღის ამბები