26 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
„პოლიტიკურ სასამართლოს აწყობთ, თუ სამართლებრივი პროცესია" - ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას "საბჭოთა ტროიკას" უწოდებს

ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტონ.

საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიცია უპირისპირდება და სთხოვენ პროკურატურამ წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც პროკურატურა ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ რეგლამენტი საკითხის დამატების უფლებას არ იძლევა.  

"რეგლამენტს უნდა იცნობდეთ, საკითხის დამატება შეუძლებელია, ელემენტარული ნორმა არის. არავის არსად არ ეჩქარება, არც ვინმე აპირებს ნიკანორ მელიას დაკავებას, ეს ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ უნდა მივიღოთ ის პროცედურული გადაწყვეტილება რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ნიკანორ მელიას დააკავებენ თუ არ დააკავებენ თუ პარლამენტის თანხმობას მისცემს ამას გადაწყვეტს გამოძიება პროკურატურა და სასამართლო. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ თანხმობის მიცემაზე ან თანხმობის მიცემაზე უარის თქმაზე,"-განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა. 

ოპოზიციის წევრებმა კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საბჭოთა ტროიკა უწოდა და განაცხადეს, რომ ნიკა მელიას პოლიტიკურ სასამართლოს უწყობდნენ. 

„პოლიტიკურ სასამართლოს აწყობთ თუ სამართლებრივი პროცესია. პოლიტიკური სასამართლო ადამიანისთვის ეს, რაზე დაყრდნობით მსჯელობთ საერთოდ,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები