27 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
"გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა და ყველა შოკშია" - ვაშაძე მელიას დაკავების მცდელობაზე საუბრობს

ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქცია პარლამენტის შენობასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დღეს არ წყდება ნიკა მელიას ბედი, დღეს წყდება საქართველოს მომავალი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა დასაცავი. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დიპლომატიურ კორპუსს.

„რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო სწარაფად დასრულდება ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი. საქმე, რომელიც წარდგენილია პარლამენტში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 5 მოწმეა, აქედან სამი სუს-ის აგენტია, ორი სუს-ის ჟურნალისტიო. ეს არის სამარცხვინო, ეს არ შერჩებათ. გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა და ყველა შოკშია იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში,“-განაცხადა ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები