27 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
ბიუროს სხდომაზე მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ნებართვის მიცემაზე მსჯელობენ 

პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. 

იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. სხდომა პარლამენტში დილის 09:00 საათზე დაიწყო და ხმაურისა და არაერთი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები