27 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
საეჭვო ყაჩაღობის მცდელობა -​ პირი, რომელმაც iplus-ში მძევალი აიყვანა აქციაზე სიტყვით გამოსვლას ცდილობდა

საეჭვო ყაჩაღობის მცდელობა პეკინის 11 ნომერში- მაღაზია iplus-ში დამნაშავე დანით შეიარაღებული შეიჭრა და მძევლად ახალგაზრდა გოგონა აიყვანა. ფსიქიკური პრობლემების მქონე ნოდარ რაფავა დიდი ოდენობით თანხას, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ითხოვდა.

კადრებიდან ირკვევა, რომ მძევალს დამნაშავე თავისივე სურვილით ისე ათავისუფლებს რომ მისთვის არაფერი დაუშავებია. შეიარაღებული მამაკაცი არც ადგილიდან გარბის და არც მიმალვას ცდილობს. მხოლოდ ამის შემდეგ დააკავეს ის სამართალდამცველებმა. ამ გარემოების გამო ბუნდოვანი და უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა დამნაშავეს, როცა ის iplus- ის მაღაზიაში შეიარაღებული შევარდა.

ნოდარ რაფავა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებზე მონაწილეობდა და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საეჭვოდ იქცეოდა, რის გამოც პოლიციას მისი ტერიტორიიდან გაყვანა არაერთხელ სთხოვეს. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა რაფავას ფსიქიკური აშლილობით ისარგებლეს და დანაშაული სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციისთვის დააგეგმინეს. პოლიტიკურ ინტერესებს არ გამორიცხავენ არც მაღაზიის მფლობელები ამიტომ გამოძიებას ყველა ვერსიით დაინტერესებას სთხოვენ.

ნოდარ რაფავა 2018 წლამდე საჯარო მოხელე იყო. ის თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას გუნდში მუშაობდა. ყოფილი წყალბურთელი ხელმძღვანელობდა ასევე საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას. კურიერის ინფორმაციით ის სამსახურიდან ფსიქიკური პრობლემების გამო გაათავისუფლეს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც რაფავას ედავებიან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები