26 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
ეს არის დადასტურებული საჯარო, ყველას თვალწინ მიმდინარე ბოლშევიზმი - მაჭუტაძე მელიას საქმეზე საუბრობს

„გაფორმდა ბოლშევიკური მმართველობა, ბოლშევიკური ტოტალოიტარიზმი,“ - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ გააკეთა.

ნიკა მაჭუტაძის თქმით, ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად იქცევა. მან 20 ივნისის სისხლიან ღამეს განვითარებული მოვლენები და ნიკა მელიას დაკავების მოთხოვნა შეაფასა.

„რაც ხდება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ეს არის დადასტურებული საჯარო, ყველას თვალწინ მიმდინარე ბოლშევიზმი, რომელიც თავის პოზიციებს არ თმობს და რომელიც ძალმომრეობით, უკანონობით, დაკანონებული უკანონობითაც ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას საზოგადოებაზე,“ - განაცხადა მაჭუტაძემ.

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დაიწყება. ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

დღის ამბები