27 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
„პარლამენტი გააბახეს“ - მურთაზ ზოდელავა ნიკა მელიას საქმეზე საუბრობს

"პარლამენტი გააბახეს," - ასეთი შეფასება მისცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მურთაზ ზოდელავამ დეპუტატების მიერ ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის პროცესს. მურთაზ ზოდელავა დღეს ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდა.

ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მტკიცებულებების აშკარა გაყალბების გამო, საქმეს არც გენერალურმა პროკურორმა და არც მისმა მოადგილეებმა არ მოჰკიდეს ხელი. მისი თქმით, ივანიშვილმა ეს საქმე ნიკა მელიას კოლეგების ხელით გააკეთა და ამ გზით პარლამენტი გააბახა.

„ეს იყო ბრალი, რომელსაც ხელი არ მოკიდა არც გენერალურმა პროკურორმა და არცერთმა მისმა მოადგილემ, იმდენად შეკერილია, იმდენად ფალსიფიცირებულია, ეს ყველაფერი ზედაპირზეა. კომიტეტმა ისე დაიწყო მსჯელობა, რომ იმ  საქმის  მასალები 90 პროცენტი შემდგომ შეგროვდა. ყველაზე სამარცხვინო რაც იყო, გუშინ ვნახეთ ის, პროკურორმა უარი განაცხადა დაპატიმრებაზე და დეპუტატებს დააპატიმრებინა მათივე კოლეგა ივანიშვილმა. მან ვერ გაბედა, იმიტომ, რომ მან ყველაზე უკეთ იცის რამდენად არის გაყალბებული ეს საქმე. ყველაზე უკეთ თადუმაძემ იცის, ახლა იმალება ბუჩქებში. პარლამენტი გააბახეს, მოდი პირდაპირ დავარქვათ თავის სახელი,“- განაცხადა ზოდელავამ.

დღის ამბები