27 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
გახარია წადი! - რუსთაველიდან ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო 

გახარია წადი! - ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მსვლელობა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიწყეს. 

აქციას წინ მოტომბრბოლელები მიუძღვიან. მათ 20 ივნისის სისხლიანი ღამის სიმბოლოდ წინ ჩაფხუტები დაილაგეს.

მომიტინგეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ხმა არ ესმის, სწორედ ამიტომ საჭიროა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლა და მოთხოვნების გაჟღერება. მოთხოვნები კი უცვლელია, დაისაჯონ 20 ივნისის სისხლიანი დარბევაში დამნაშავე სამართალდამცველები და გადადგეს მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. 

დღის ამბები