03 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
ალიანსის წევრობის მსურველ ქვეყნებში დემოკრატია 100 %-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი - ატლანტიკურ საბჭოს სხდომაზე საქართველოზეც ისაუბრეს 

რუსეთის აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ - ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და ახალ რეალობასთან ადაპტირების გზების მოძიება იყო. ასევე, ისაუბრეს ალიანსის გაფართოების პერსპექტივასა და ამ კუთხით საქართველოს საკითხსაც შეეხნენ.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, თავდაცვაზე ქვეყნის შიდა მოხმარების პროდუქტის 2 % დაიხარჯოს, რაც ნატოს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, თუმცა აუცილებელია, ალიანსის წევრობის მსურველ ქვეყნებში დემოკრატია 100 %-ით  იყოს უზრუნველყოფილი.

„შესაძლოა ალიანსი არაა სრულყოფილი, მაგრამ წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა მსოფლიო მის გარეშე. როდესაც სხვა და სხვა ქვეყანაში ჩემი ვიზიტების დროს განვაცხადე, 2 % თავდაცვისთვის მნიშვენელოვანია, მაგრამ აუცილებელია ნატოს წევრობის მსურველ ქვეყანაში იყოს დემოკრატიის 100 %!,"- განაცხადა ოლბრაიტმა.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის განცხადებით, საქართველომ ნატოში გაწევრიანება დაიმსახურა. მისი თქმით, ის წვლილი, რომელიც მან  საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხში  შეიტანა აღიარებული უნდა იყოს. დეიმონის შეფასებით, ალიანსში გაწევრიანების შემდეგ საქართველოსთან მოსკოვის ურთიერთობები პროგნოზირებადი გახდება.

„საქართველომ დაიმსახურა ნატოში გაწევრიანება. აჩვენა პასუხისმგებლობის გრძნობა როგორც კონტრიბიუტორმა საერთაშორისო უსაფრთხოებაში და მისი წვლილი აღიარებული უნდა იყოს. ჩვენ ასევე, უნდა დავეხმაროთ ადამიანებს იმის გაცნობიერებაში, რომ ნატოს შეუძლია მოქნილი იყოს. საქართველოს და უკრაინას, კონკრეტულად კი, საქართველოს, შეუძლია შემოუერთდნენ ალიანსს. მეხუთე მუხლი, ბევრ ნაწილში არ გაითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუმცა უზრუნველყოფს გარკვეულ წინასწარი პროგნოზირების გრძნობას. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ვიდრე არსებობს გაურკვევლობა, იარსებებს არასტაბილურობის პოტენციური საფრთხეც. როგორც კი საქართველო ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება, მისი ურთიერთობები მოსკოვთან პროგნოზირებადი გახდება,”- განაცხადა დეიმონმა.

დღის ამბები