01 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
ლარის სწრაფი გაუფასურება პოლიტიკურმა სიტუაციამ და ეროვნული ბანკის უმოქმედობამ გამოიწვია - ნიკა შენგელია

„ასეთი სწრაფი გაუფასურება ამ ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და ეროვნული ბანკის უმოქმედობამ გამოიწვია," - ეს განცხადება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცეპრეზიდენტმა, ნიკა შენგელიამ გააკეთა.

შენგელია ეროვნული ვალუტის მოკლე პერიოდში რეკორდული სისწრაფით გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს და მთავრობას აკისრებს. 

შენგელია დეტალურად განმარტავს, მთავრობის რა ნაბიჯებმა განაპირობა ლარის რეკორდულად გაუფასურება.

"ეროვნულმა ბანკმა დროზე არ გაამახვილა ყურადღება იმიტომ, რომ შეიქმნა მოლოდინები. საერთოდ მოლოდინი ჯერ მთავრობამ შექმნა, როდესაც 2.70-ზე დააკორექტირა ქვეყნის ბიუჯეტი. მეორე მოლოდინი თვითონ ეროვნულმა ბანკმა შექმნა, როდესაც 120 ივნისის მერე დაგვპირდა, რომ ის შეანელებდა ამ მატერიალური რეზერვების შევსებისთვის დოლარების შესყიდვას და გამოიყენებდა სხვა სახსრებს ამისთვის, მაგრამ მან გააგრძელა ეს სიტუაცია - 30 მილიონი ერთი შეისყიდა, პლუს ამას არ შეუჩერებია შესყიდვები და ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რაც გვაქვს ჩვენ დღეს,“ - აცხადებს ნიკა შენგელია.

ნიკა შენგელია ამბობს, რომ გამოსავალი ეროვნულმა ბანკმა უნდა მონახოს და, უპირველეს ყოვლისა, მატერიალური რეზერვების შევსება უნდა შეწყვიტოს.

„მთავრობის დაპირებები იმის შესახებ, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარი დასტაბილურდება და გამყარდება, ჩვენ ამას ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ნამდვილად. ამ ეტაპზე, რაც უნდა იყოს გადასადგმელი პირველი სასწრაფოდ, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს თვითდასახული მიზანი, რომ აქვთ მათ მატერიალური რეზერვების შევსება, იმ პერიოდში, როცა არის ასეთი პოლიტიკური სიტუაცია და გააჩეროს შესყიდვები. თუ საჭირო გახდება, უნდა გააკეთოს ინტერვენცია,“ - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

დღის ამბები