05 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
ბატონო ივანიშვილო, წაგლეკავს ხალხის ძალა - ზალიკო უდუმაშვილი

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან მივიდა და საერთო პროტესტს შეუერთდა. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

„ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რომ ხმა მიაწვდინოს ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ივანიშვილო, წაგლეკავს ხალხის ძალა. ჯობია, მშვიდობიანად დათმოთ ხელისუფლება და წახვიდეთ. ამაზე მეტი ძალა არ არსებობს, ხალხის ძალას წინ ვერაფერი ვერ აღდგომია და ვერც თქვენ აღუდგებით. ახლა ხალხი ითხოვს სამართლიანობას და თვითონ აღადგენს ამ სამართლიანობას“, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი.

ლევან ხაბეიშვილი კი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მშვიდობიანად წავიდეს ხელისუფლებიდან.

„ხალხის ღირსებას ფულით ვერ იყიდით. გასაგებია, რომ 94 მონა გყავთ პარლამენტში. გახარიას მოაყოლეთ, რომ ჟანდარმია და შემდეგ თვითონ გამოიძიებს საკუთარ დანაშაულს, მაგრამ ვერაფერს ვეღარ იზამთ. დღევანდელი დღე არის ამის დადასტურება, უფრო მეტი ადამიანი გამოვა ხვალ, კიდევ მეტი იქნება ზეგ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები