05 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
გახარია უნდა გადადგეს და დაელოდოს გამოძიებას - ლაშა ტუღუში

სირცხვილია! - პარლამენტის წინ აქციას ლაშა ტუღუში შეუერთდა. მას აქვს მოლოდინი, რომ შს მინისტრი გადადგება. ქორიძე ამბობს, რომ ახლა მთავარია, გახარიამ თანამდებობა დროულად დატოვოს.

"ის უნდა გადადგეს და დაელოდოს გამოძიებას," - განაცხადა ტუღუშმა. 

აქციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე შეუერთდა. მისი თქმით, საზოგადოების პროტესტი ბევრი მოქალაქის განწყობას გამოხატავს.

ქორიძის შეფასებით, საკითხები, რომლებსაც მომიტინგეები იცავენ, ქვეყნის ერთიანობას, დამოუკიდებლობას, ბევრ მოქალაქეს აერთიანებს.

„მიმაჩნია, რომ თავისუფლების მარში იყო ძალიან მნიშვნელოვანი,“ - ამბობს ქორიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები