27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
გახარიას გადადგომა არის მცირე დროის საქმე - არმაზ ახვლედიანი

ეს პროტესტი შინაარსით არის უკომპრომისო, გამანადგურებელი „ქართული ოცნებისთვის“  - პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეების მუხტი იმდენად მაღალია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაგომის საკითხი მხოლოდ დროის ამბავია.

„ეს პროტესტით შინაარსით არის ისეთი უკომპრომისო, ისეთი გამანადგურებელი „ქართული ოცნებისთვის“, რომ გახარიას გადადგომა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მცირე დროის საქმე. აქ საუბარია ახლა იმაზე, რომ „ოცნება“ შეიძლება გადაყვეს ამ მოთხოვნის დროულად შეუსრულებლობას და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზიც კი არ გამართლდეს „ოცნების“ მომავალთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, ეს მუხტი არ განელდება და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მუდმივ შიშში ამყოფებს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები