22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
სამართალდამცველებმა იმ დაზარალებულების დაკითხვა დაიწყეს, ვინც 20 ივნისის ღამეს ფინანსური ზიანი მიიღეს

სამართალდამცველებმა იმ დაზარალებულების დაკითხვა დაიწყეს, ვინც 20 ივნისის ღამეს ფინანსური ზიანი მიიღეს.

სამართადამცველებმა დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების მეპატრონეები და იმ ავტობუსის მძღოლი გამოკითხეს, რომლის სატრანსპორტო საშუალებითაც ფილარმონიასთან გზა გადაიკეტა.

„ახალგაზრდებმა გადაკეტეს ავტობუსი, საშულება არ მქონდა და ასეა თუ ისეა, ავტობუსი მომატრიალებინეს კოსტავაზე. როგორ ვიცნობ, ყველა ნიღბით იყო. მე ჩემი პრობლემა მქონდა, ჯერ ეს ერთი ხალხი ჩამოსვეს, ტურისტები. მერე ავტობუსი არის გაზის, ის ყუთები რომ აანთეს, ის რომ აფეთქებულიყო მანდ არაფერი დარჩებოდა, არც ფილარმონია და არც რამე. მაგათ გადაკეტეს ავტობუსით იმიტომ რომ პოლიცია რომ არ წამოსულიყო მანქანებით,“-ამბობს ავტობუსის მძღოლი.

ერთ-ერთი კაფის მეპატრონე ამბობს, რომ ის სახლში მყოფი ტელევიზიით უყურებდა მისი ინვენტარით ქუჩა როგორ იხერგებოდა.

„ვმუშაობ რუსთაველის 18 ნომერში, ღამის პირველ საათზე წავედი სახლში, მორბოდა ხალხი, ძლივს დავკეტე ესენი და დილას რომ მოვედი ყველაფერი დარბეული იყო. სახლიდან ვუყურებდი გადაკეტილი იყო ჩემი მაგიდა სკამებით და ქოლგებით. დილას მოვედი არაფერი არ იყო,“-ამბობს კაფის მეპატრონე.

დღის ამბები