28 აპრილი 2024,   12:02
ვრცლად
საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში კვლავ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ათასობით ადამიანი საზღვრისპირა ქალაქის ქუჩებში ჩინელი მოვაჭრეების წინააღმდეგ გამოვიდა.

დემონსტრანტების განცხადებით, ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების პარალელურად, მათ კიდევ ერთი პრობლემის ხაზგასმა სურდათ, რომელიც, მათი შეფასებით, ამ დრომდე მოუგვარებელია.

აქცია, თავდაპირველად, მშვიდობიანი იყო, თუმცა რამდენიმე საათში არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქოლგები და ბოთლები ესროლეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

დღის ამბები