28 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
საფრანგეთში ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავენ - პარიზში მასშტაბური სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს

საფრანგეთში ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავენ. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით პარიზში, ტრადიციულად, მასშტაბური სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უძღვება.

საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფებიან სხვა ევროპელი ლიდერებიც, მათ შორის გერმანიის კანცლერი, ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრები და პორტუგალიის პრეზიდენტი.

აღლუმის დასაწყისში თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები წარადგინეს, რის შემდეგაც ელისეს მინდვრები ჯარისკაცებმა დაიკავეს. აღლუმში 4 ათასი სამხედრო, 200 ერთეული ტექნიკა, 230-ზე მეტი ცხენი, 70-მდე თვითმფრინავი და 40-მდე ვერტმფრენი მონაწილეობს.

დღის ამბები