25 აგვისტო 2019,   16:18
ვრცლად
ეგვიპტის ხელისუფლებამ ვიზიტორებისთვის ბენტის პირამიდა გახსნა

ეგვიპტეში ტურისტების მოზიდვას ახალი ინიციატივებით ცდილობენ. ხელისუფლებამ ვიზიტორებისთვის ბენტის პირამიდა გახსნა. 101 მეტრის სიმაღლის პირამიდა კაიროს მახლობლად, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2 ათას 600-ს წელს ააგეს.

დღეიდან კი მსურველებს შეეძლებათ, 79 მეტრის სიგრძის ვიწრო გვირაბის გავლით ნაგებობის სიღრმეში მდებარე ორ დარბაზში მოხვდნენ. იქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მუმიები, ნიღბები და ხელსაწყოებია წარმოდგენილი.


დღის ამბები