05 მაისი 2024,   12:50
ვრცლად
დარღვევები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისას - "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები დოლიძე-ჯანეზაშვილს ხვდებიან

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ.

კონკურსის დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და დარღვევებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულ დეპუტატებს აცნობენ.

არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და მათივე თქმით, უმჯობესი იქნება თუ საერთოდ გაუქმდება.

„ოცნებიდან“ წასული დეპუტატები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ სასამართლოში ე.წ. კლანის წევრები დატოვოს გავლენების გამყარების მიზნით.

დღის ამბები