27 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
ბირთვული შეთანხმების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია - ჯერემი ჰანთი

დიდი ბრიტანეთი ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეთანხმება ბოლომდე ჩაშლილი არ არის და ჯერ კიდევ არსებობს შანსი მის შესანარჩუნებლად. მისი თქმით, თუ თეირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს, ვითარება ძალიან სახიფათო გახდება.

განცხადება ჯერემი ჰანტმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თეირანის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას განიხილავენ. ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის, თუ ვაშინგტონი სანქციებს მოხსნის და შეთანხმებას დაუბრუნდება.

დღის ამბები