27 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
20 ივნისის საქმე - ბაჩუკი ქარდავას დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ 

20 ივნისის საქმეზე დღეს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას გამოკითხავენ.

"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარეს შეკითხვებს ასევე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაუსვამენ.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, კრემლის მარიონეტ ხელისუფლებას პროდასავლური ოპოზიციის დევნა აქვს გადაწყვეტილი და ეს ყველაფერი ამის დასტურია.

ედპ-ს თავმჯდომარე მზად არის ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, თუმცა ის უნდობლობას უცხადებს გამოძიებას იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ დაკითხული არ არის შს მინისტრი, გიორგი გახარია. ბაჩუკი ქარდავა სასამართლოში ადვოკატის გარეშე მივა.

„როდესაც ქვეყანას მართავს, ფაქტობრივად კრემლის მარიონეტად ქცეული ბიძინა ივანიშვილი, ლოგიკურია ალბათ ის, რომ იდევნება პროდასავლური ოპოზიცია. დღეს არის სწორედ ეს ვითარება, რომ ან მარიონეტი ხელისუფლება უნდა წავიდეს ან ის შეეცდება, რომ დემოკრატიული ოპოზიცია იყოს ციხეში. მე არ მგონია, რომ მას ეს გამოუვიდეს. თუ ვინმეს წინააღმდეგ უნდა წარიმართოს გამოძიება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ეს არის გახარია-ივანიშვილის ტანდემი,“-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

დღის ამბები