27 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
კრემლი საქართველოს ხელისუფლებისგან, ანტირუსული ისტერიის გაღვივების ზიანის გაცნობიერებას ელოდება და ავიამიმოსვლის აღდგენის პირობას ასეხელებს

სერგეი ლავროვმა კი საქართველოს ხელისუფლებას რუსთავი 2 ის დასჯა დღეს ღიად მოსთხოვა.  კრემლი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს და კონკრეტულად მიუთითებს, ვინ და რა მეთოდით უნდა დასაჯოს.

სიაში პირველი, რუსთავი2 და გიორგი გაბუნიაა. რუს დიპლომატს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ როგორც იქნა საქართველოს ხელისუფლებამ იპოვა საკუთარ თავში ძალა დაეგმო ტელეწამყვანის სამარცხვინო გამოხტომა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, რამაც მისი თქმით, თავად ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება.

სადამსჯელო ღონისძიებების ადრესატები არიან ასევე ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორები, მონაწილეები და ოპოზიცია, რომელიც კრემლის შეფასებით, რუსოფობიის გაღვივებას უწყობს ხელს.

"ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებას და რუსებისთვის არსებული საფრთხეების აღმოფხვრას-" აცხადებს სერგეი ლავროვი და კრემლის მითითებების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმებას ჰპირდება.

დღის ამბები