18 აგვისტო 2019,   12:02
ვრცლად
მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 35% აფასებს დადებითად - IRI

IRI-ის გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 35% აფასებს დადებითად მთავრობის საქმიანობას. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით კი კმაყოფილი, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 48%-ია.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის სრული შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნებამდე „კურიერმა“ მოიპოვა. IRI-ის კვლევის შედეგები საზოგადოების უკმაყოფილებაზე მიანიშნეს.

რომელი ინსტიტუციების საქმიანობას აფასებს მოსახლეობა ყველაზე დადებითად? დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:

ეკლესია 89%

ჯარი 87%

მედია 70%

პოლიცია 52%

ადგილობრივი ხელისუფლებები 48%

განათლების სისტემა 40%

პარლამენტი 37%

მთავრობა 35%. 

ამავე თემაზე
დღის ამბები