07 მაისი 2024,   07:04
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება ამ დრომდე გრძელდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენდნენ. დღის წესრიგის მიხედვით ჯამში 5 კანდიდატისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა არამოსამართლე წევრებს განსაკუთრებით ბევრი კითხვები ჰქონდათ, ამიტომ ამ დრომდე მხოლოდ მესამე კანდიდატს უსმენენ.

კანდიდატებმა, რომლებსაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე მოუსმინეს,  დღევანდელ პროცესებს აფასებენ.

„იყო რამდენიმე კითხვა, რომლის შესახებაც სამართლებრივი ნიუანსების შესახებ ინფორმაცია არ ვიცოდი და შეიძლება ვერ ვუპასუხე. თავიდანვე ვთქვი, რომ არ ვარ პრაქტიკოსი მოსამართლე, ასე ვთქვათ, და ყველა ჩემს კონკურენტს, რომელსაც სასამართლოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ეცოდინება ჩემზე მეტი პროცესის შესახებ, თუნდაც. შესაბამისად, ეს ნიუანსი არის მინუსი, ასე ვთქვათ, მაგრამ ვისაუბრე სხვა დადებით მხარეებზე, რომელიც ვთვლი, რომ მაქვს გამოცდილების და განათლების კუთხით, რომელიც მაქვს მიღებული სხვადასხვა სამსახურებში მუშაობის დროს, რომელსაც შევმატებ სასამართლო სისტემას ჩემი წარდგენის და დანიშვნის შემთხვევაში“ - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

სავარაუდოდ, დღეს ხუთივე კანდიდატის მოსმენა ვერ მოესწრო. შესაბამისად, გასაუბრება კანდიდატებთან, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გაგრძელდება.

სულ ჯამში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატია. საბოლოოდ, ფარული კენჭისყრით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ,  20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნოს.

დღის ამბები