27 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
ამერიკელებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის დრონი ჩამოაგდეს
ამერიკელებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის დრონი ჩამოაგდეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხედრო გემმა თავდაცვითი ზომა მიიღო, რადგან დრონი მას 900 მეტრით მიუახლოვდა.
 
ირანში კი აცხადებენ, რომ დრონის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ვარაუდობენ, რომ მზვერავი აპარატი ამერიკული იყო და ის თავად ამერიკელებვმა შეცდომით გაანადგურეს. ბოლო პერიოდში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობამ იმატა.
 
ერთი თვის წინ ირანმა ამერიკული დრონი ჩამოაგდო, გუშინ კი განაცხადა, რომ უცხოური ტანკერი დააკავა ეკიპაჟის 12 წევრთან ერთად.
დღის ამბები