23 ოქტომბერი 2019,   05:14
ვრცლად
ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმეს რეიდერ ქიბარ ხალვაშს - ოპოზიციის საგანაგებო განცხადება

ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმა რეიდერ ქიბარ ხალვაშს - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „რუსთავი 2"-ის საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ რეიდერულად ჩაიგდო ხელში სამაუწყებლო კომპანია. მისი განცხადებით, "რუსთავი 2" არის იდეოლოგია და ღირებულებები. 

გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს მიმართა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებენ და ხელისუფლებაში მოსული პროდასავლური პარტიები ტელევიზიას მაყურებელს დაუბრუნებენ.

"ჩვენ არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპულის სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლომ პროცედურული ასპექტების განხილვისა ვერ გაითვალისწინებდა ჩვენს სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა ალბათ იმას, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, შედეგად ვღებულობთ იმასა, რომ დამოუკიდებელი ობიექტური თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან საგრძნობლად ასუსტებს. ჩვენ ამ წუხილს უერთდება სრულიად სამოქალაქო საზოგადოება, აქ მყოფი ოპოზიციური სპექტრი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ჩვენ ვითხოვდით, ვთხოვდით ამ დროის განმავლობაში, რომ ხელისუფლებას არ გადაეფორმებინა ტელევიზია ე.წ. მფლობელისთვის დას და დიდი პალატის საბოლოო გადაწყვტილებას, როგორც მან ეს არაერთხელ განახორციელა პოლიტპატიმრებთან  მიმართებაში, კერძოს მერაბიშვილის მიმართებით. ამის მაგივრად, ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმა რეიდერ ქიბარ ხალვაშს და დაინიშნა ახალი გენერალური მდივანი. "რუსთავი 2" არ არის კილომეტრებით კაბელები, "რუსთავი 2" არ არის მხოლოდ გადაცემები, "რუსთავი 2 "უპირველეს ყოვლისა არის იდეოლოგია და ღირებულებები,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ “რუსთავი 2-ით“ იქნება თუ მის გარეშე, არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეებს".

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2-ის" ოკუპაცია მოახდინა. მისი განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილი „რუსთავი 2“ შექმნა და თავისუფალებისთვის მებრძოლი ადამიანებით დააკომპლექტა  არხმა საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა. ნადირაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ვერ მოხდება.

„რუსთავი 2-ს“ ჰქონდა კიდევ უფრო მძიმე წუთები, როდესაც თითქმის, წელიწადნახევრის განმავლობაში ის საერთოდ ვერ მაუწყებლობდა და საერთოდ ვერ გადიოდა ეთერში. მინდა,, რომ აქედან „რუსთავი 2-ის“ ყველა თანამშრომელი გავამხნევო და გითხრათ აქედან, არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნებით, თქვენ აუცილებლად თავისუფლად დაბრუნდებით ეთერში,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები