27 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
მოსკოვში აქცია მიმდინარეობს - დემონსტრანტები არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების დაშვებას ითხოვენ

მოსკოვში ოპოზიციის მხარდასაჭერი მორიგი მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, სახაროვის მოედანზე 20 ათასამდე ადამიანია შეკრებილი.

დემონსტრანტები მოსკოვის დუმის არჩევნებში დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატების დაშვებას მოითხოვენ. მათ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

კომისიამ დარეგისტრირებაზე უარი 10-ზე მეტ დამოუკიდებელ და ოპოზიციური პარტიის კანდიდატს უთხრა, მიზეზად კი წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ხარვეზები დაასახელა.

მოსკოვის დუმის არჩევნები 8 სექტემბერსაა დანიშნული.

დღის ამბები