26 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
"არა ბორისს, დიახ ევროპას" - ლონდონში ბრექსითის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

ლონდონის ქუჩებში ბრექსითის მოწინააღმდეგეები გამოვიდნენ. "არა ბორისს, დიახ ევროპას"- მასშტაბური აქცია ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში ამ ლოზუნგით მიმდინარეობს.

დემონსტრანტებმა ქუჩაში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრობის მთავარი კანდიდატის ბორის ჯონსონის გიგანტური გასაბერი თოჯინაც ჩაატარეს.

ოფიციალურმა ლონდონმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.

დღის ამბები