15 ოქტომბერი 2019,   06:48
ვრცლად
რუსეთის ოპოზიცია ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ერთიანდება და საპროტესტო მოძრაობას იწყებს

რუსეთის ოპოზიცია ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ერთიანდება და საპროტესტო მოძრაობას იწყებს. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების უმრავლესობას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

აქციაზე სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის" 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციის ლიდერებმა საარჩევნო კომისიას ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.

კომისიამ დარეგისტრირებაზე უარი 10-ზე მეტ კანდიდატს უთხრა, მიზეზად კი წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ხარვეზები დაასახელა. მოსკოვის სათათბიროს არჩევნები 8 სექტემბერსაა დანიშნული.

დღის ამბები