13 ნოემბერი 2019,   11:04
ვრცლად
უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის პარტია ლიდერობს

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის პარტია ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტის პარტიამ "ხალხის მსახური" ხმების 42 პროცენტზე მეტი მოაგროვა. საკანონმდებლო ორგანოში სულ 5 პარტია ხვდება. მათ შორის პრორუსული - "ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის", პეტრო პოროშენკოს "ევროპული სოლიდარობა" და იულია ტიმოშენკოს "ბატკივშჩინა". რადაში 20 დეპუტატი ეყოლება მომღერალ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტიას. საჭიროების შემთხვევაში სწორედ ის იქნება პარლამენტში ზელენსკის კოალიციური პარტნიორი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით შესაძლოა, "ხალხის მსახურმა" საჭირო რაოდენობის მანდატი მიიღოს და პარლამენტში კოალიციის გარეშე შეძლოს უმრავლესობის მოპოვება. თუმცა პრეზიდენტს საჭიროების შემთხვევაში სამომავლო პარტნიორი უკვე შერჩეული ჰყავს. მთავარი ამოცანები კი იგივე რჩება-ომის დასრულება, უკრაინელი ტყვეების გათავისუფლება და კორუფციის დამარცხება.

პრეზიდენტის პარტიის სავარაუდო პარტნიორის და როკ ჯგუფ "ოკეან ელზის" სოლისტის სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია ხმას-მხარი ამომრჩეველთა 6-მა პროცენტმა დაუჭირა და პარლამენტში 20 დეპუტატი ეყოლება.

ზელენსკისა და ვაკარჩუკის პარტიების გარდა პარლამენტში კიდევ სამი პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი. წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე ხალხის მსახურის შემდეგ ხმების რაოდენობით პრორუსული პარტია ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის. მას 12 პროცენტი მიემხრო. პეტრო პოროშენკოს "ევროპულმა სოლიდარობამ" და იულია ტიმოშენკოს "ბატკივშჩინამ" 8-8 პროცენტი მოაგროვეს. დარანარჩენმა პარტიებმა 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა 50 პროცენტი იყო, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალია მაჩვენებელია.

დღის ამბები